საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც იჯარით აღებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯები საიჯარო ურთიერთობის დასრულებისას დღგ-თი აღარ დაიბეგრება თუ მოიჯარეს წარმოადგენს პირი, რომელიც მოგების გადასახადის გადამხდელია ესტონური მოდელის მიხედვით.
იჯარით გამცემთა საყურადღებოდ- აღნიშნული წესი 2019 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ იჯარით მიღებულ ქონებაზე. მათთვის მიწოდებული კაპიტალიზებული რემონტი კვლავ დაიბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით.