საშემფასებლო საქმიანობა საქართველოში

b_165_140_16777215_00_images_sys_444.png

 

საშემფასებლო საქმიანობის შესახებ კანონი საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს . შეფასების განხორციელების საკანონმდებლო ბაზას წარმოადგენს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ, რომლის მიხედვითაც შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებლებს. შემფასებელთა სერტიფიცირება ხორციელდება ქონების სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით,  შემფასებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს ინდივიდულურად ქონების ტიპის მიხედვით - უძრავი ქონების, მოძრავი ქონების, არამატერიალური აქტივების, ბიზნესის, საიჯარო ინტერესების. მაგალითისთვის, უძრავი ქონების შემფასებელს არ აქვს მოძრავი ქონების შეფასების განხორციელების უფლება.

აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობა ვალდებულია 2017 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი. მის ამოქმედებამდე კი  საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება მიეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი.

Contact us

Nearby Metro Akhmeteli, on the top of ProCredit Bank, floor 3
+995 597 37 05 12
+995 32 272 98 10
Working time 09:30-19:00
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

About company

About us

Welcome to the web-site of the company Auditservice. The company has been operating since 2009 and implements its activity based on own principles in relationship with customers:

Company News

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა JOINT OPERATIONAL PROGRAMME - BLACK SEA BASIN
საგრანტო პროგრამის ENI CBC Black Sea Basin Programme 2014-2020 გარგლებში ჩატარდა სპეციალაური სემინარი აუდიტებისთვის, Managing Authority-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისის კითხვარი. აუდიტსერვისმა 2019 წლის განმავლობაში განახორციელა პროექტის 4 მონაწილის აუდიტი,შესაბამისად ტრენინგის თემატიკა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. სემინარზე განიხილეს მომავალის მიზნები და ორიენტირი, აუდიტორების მიერ ჩასატარებელი აუდიტორული პროცედურების დეტალები ,დანართების შევსების წესი.შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.