როგორც მოგეხსენებათ, მიკრო ბიზნესის წარმომადგენლები თავად გათავისუფლებულნი არიან საშემოსავლო გადასახადისგან, თუმცა იმ კომპანიებს, რომლებიც მოგების გადასახადს იხდიან ესტონური მოდელის მიხედვით, საგადასახადო ნორმა ავალდებულებს მათთვის გაცემული თანხის დაბეგვრას მოგების გადასახადით.
საგადასახადო კოდექსის აღნიშნულმა ნორმამ განიცადა ცვლილება და 2018 წლის 01 ივლისიდან მსგავსი განაცემები მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებზე აღარ დაიბეგრება იმ შემთხვევაში, თუ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ წარმოებულ და რეალიზებულ საქონელზე გამოიწერება ელექტრონული სასაქონლო ზედნადები.
შესაბამისად, თუ საქონლის შეძენას ახდენთ მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირისგან, მოსთხოვეთ გამოგიწეროთ სასაქონლო ზედნადები და ნუღარ დაბეგრავთ გაცემულ თანხას.