მნიშვნელოვანი ცვლილებები ქონების გადასახადში

უძრავი ქონების გადასახადის გაანგარიშებამ  განიცადა  ცვლილება და ჩამოყალობდა შემდეგნაირად:

საგადასახადო ორგანო ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით განსაზღვრავს დაბეგვრის შემდეგ ვარიანტებს:

  1. თუ ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება მის საბალანსო ღირებულებას და ეს სხვაობა გამოწვეულია გადამხდელის მიერ არასრული დოკუმენტური აღრიცხვით, გადამხდელს დაერიცხება როგორც ქონების გადასახადი, ასევე ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის, საურავი გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
  1. თუ გამოვლენილია აღურიცხველი ძირითადი საშუალებები, გადამხდელს დაეკისრება ქონების გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის, საურავი გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. ეს ცვლილება ეხება მოძრავ ქონებასაც.
  1. თუ ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება მის საბალანსო ღირებულებას და ეს სხვაობა აღემატება 10 %-ს გადამხდელს ქონების გადასახადი დაერიცხება საბაზრო ღირებულების მიხედვით, არ დაერიცხება ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის და საურავი საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგს 30 დღიდან.
  1. თუ ქონების საბაზრო ღირებულება აღემატება მის საბალანსო ღირებულებას და ეს სხვაობა არ აღემატება 10 %-ს გადამხდელს ქონების გადასახადი დაერიცხება საბალანსო ღირებულების მიხედვით.
  1. გადამხდელს ქონების გადასახადი არ დაერიცხება საბაზრო ფასიდან შემდეგ შემთხვევებში :  დაუმთავრებელ მშენებლობაზე;  ქონებაზე, რომელთან მიმართებაშიც გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სარგებლობს ქონების    გადასახადის ნაწილში საგადასახადო შეღავათით; დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადაფასებულია არანაკლებ 3-წლიანი პერიოდულობით და გადაფასება (საბაზრო შეფასება) სრულად მოიცავს   შესამოწმებელ საგადასახადო პერიოდებს (წლებს); დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილია შესამოწმებელ პერიოდში;კაპიტალში შენატან დასაბეგრ ქონებაზე, რომელიც შეტანამდე გადაფასებული იქნა წინა მესაკუთრის (პარტნიორის) მიერ და ასეთი გადაფასებიდან ჯამურად არ არის გასული 3 წელი.

Календарь новостей

December 2024
Mo Tu We Th Fr Sa Su
25 26 27 28 29 30 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 1 2 3 4 5

Наши контакты

Территория прилегающая к станции Метро «Театр Ахметели», 3 этаж здания Прокредит Банк
+995 597 37 05 12
+995 32 272 98 10
Рабочее время 09:30-19:00
Адрес электронной почты защищен от спам-ботов. Для просмотра адреса в вашем браузере должен быть включен Javascript.

О компании

О нас

Добро пожаловать на веб-страницу компании Аудитсервис. Компания функционирует с 2009 года и осуществляет свою деятельность на основании собственных принципов при взаимоотношениях с потребителем:

Новости компании

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა JOINT OPERATIONAL PROGRAMME - BLACK SEA BASIN
საგრანტო პროგრამის ENI CBC Black Sea Basin Programme 2014-2020 გარგლებში ჩატარდა სპეციალაური სემინარი აუდიტებისთვის, Managing Authority-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისის კითხვარი. აუდიტსერვისმა 2019 წლის განმავლობაში განახორციელა პროექტის 4 მონაწილის აუდიტი,შესაბამისად ტრენინგის თემატიკა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. სემინარზე განიხილეს მომავალის მიზნები და ორიენტირი, აუდიტორების მიერ ჩასატარებელი აუდიტორული პროცედურების დეტალები ,დანართების შევსების წესი.შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.