აუდიტსერვისმა განახორციელა საგრანტო პროგრამის JOINT OPERATIONAL PROGRAMME - BLACK SEA BASIN 2014-2020 აუდიტი, რომლის ფარგლებშიც დამკვეთის მხარეს წარმოადგენდა ააიპ ქალაქ ქუთაისის მერია . აუდიტირებული მონაცემები წარმოდგენილი იყო სისტემატიზირებული პროცესებით და აუდიტის პროცესი ითვალიწინებდა აუდიტისერვისის 100 %-იან ჩართულობას ონლაინ რეჟიმში,რის გამოც აუდიტის პროცესი განხორციელდა მეტად საინტერესოდ.
ეს გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა (CBC) საგრანტო პროექტების ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო დახმარების ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში და მიზნად ისახავს რეგიონალური პროექტების დაფინანსებას ტურიზმის, კულტურის, გარემოს დაცვის, ბიზნესის ხელშეწყობის და სხვა სექტორული მიმართულებებით.ამ ეტაპზე მიმდინარეობს 15 პროექტი საქართველოს მონაწილეობით.
პროგრამის მიზანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროგრამაში ჩართული არიან: საქართველო, რუმინეთი (კოორდინატორი ქვეყანა), ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი.
პროექტების ძირითადი მიმღები ორგანიზაციები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, უნივერსიტეტები და ზოგიერთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტები.
პროექტების განხორციელებისას, ევროკავშირის მოთხოვნების მიხედვით აუცილებელია თითოეულმა პროექტმა პერიოდულად განახორციელოს საკუთარი აქტივობების აუდიტი, რისი დაფინანსებაც გათვალისწინებულია თითოეული პროექტების ბიუჯეტში.
დაეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://blacksea-cbc.net/