ფიზიკური ან იურიდიული პირის შენატანი კაპიტალში, რომელიც ხორცილედება 50 ან მეტი პროცენტის სანაცვლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151 მუხლის მიხდვით არ არის მიწოდება , ქონების საბაზრო ღირებულება არ ემატება ერთობლივ შემოსავალს
და თავისუფალია მოგების გადასახადისგან. აღნიშნული შეღავათი ეხება, როგორც საწარმოს დაფუძნებისას განხოციელებულ შენატანს, ასევე უკვე დაფუძნებულ საწარმოში კაპიტალის გაზრდას. შეღავათი ეხება იმ კომპანიასაც, რომელიც შენატანის განხორცილებამდე საწარმოში ფლობდა 50 %-ზე ნაკლებს, ხოლო შენატანის განხორცილების შემდეგ მისი წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50 %-ს ( სიტუაციური სახლემძღვანელო # 0729).
საგადასახადო შეღავათი ენიჭება აქტივებს, როდესაც ხდება ჯგუფის ყველა აქტივის მთლიანი მიწოდება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ თითოეულ შენობა-ნაგებობას საგადასახადო კოდექსი ისედაც ცალკე ჯგუფად განიხილავს. ჯგუფიდან გამოცალკევებით ცალკეული აქტივის მიწოდებისას კი მოითხოვება საბაზრო ფასით მიწოდება და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
დაბეგვრის წარმოდგენილი ნორმა დადგენილია კომპანიებისთვის, რომლებიც არ ექვემდებარებიან მოგების გადასახადით დაბეგვრის ესტონურ მოდელს. კერძოდ კი , ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, ლომბარდებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე ფიზიკური პირებს.