ქონების გადასახადის გაანგარიშების წესი ითვალსწინებს აფასების კოეფიციენტის გამოყენებას 2000 წლამდე შეძენილ უძრავ ქონებასთან მიმართებით.
როგორ განისაზღვრება გადასახადის ოდენობა, როდესაც აფასების დადგენილი კოეფიციენტით დაკორექტირებული ქონების ღირებულება აღემატება მის საბაზრო ღირებულებას. სიტუაციური სახელმძღვანელო # 1423 განმარტავს მოცემულ შემთხვევას, რომლის თანახმადაც საგადასახადო ორგანოს მინიჭებული აქვს უფლება ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განსაზღვროს საბაზრო ფასით და არ ჩათვალოს წარდგენილი გაანგარიშება არასწორად (შემცირებულად) თუ გადამხდელის მიერ დადეკლარირებული გადასახადი გაანგარიშებულია საბაზრო ღირებულებიდან.