ლარიზაციის პროგრამა გამონაკლისებს ითვალსწინებს !

 

b_165_140_16777215_00_images_sys_444.pngეროვნული ბანკის მიერ ფასის სავალდებულო გამოხატვასთან დაკავშირებით დადგინდა განსხვავებული წესი, თუ აღნიშნული დაკავშირებულია:

1. ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ შეთავაზება ან რეკლამირება ხორციელდება უცხოურ ენაზე, ასევე აზარტულ თამაშობებთან.
2. ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებთან.
3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და აეროპორტის გაფრენის ზონებში განხორციელებულ ოპერაციებთან.
4. როუმინგის მომსახურებასთან.
5. უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებასთან.
6. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებულ მომსახურებასთან.
7. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან.
8. არარეზიდენტის მიერ ან არარეზიდენტისათვის განხორციელებულ ოპერაციებთან.
9. ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციებთან.
10. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ ოპერაციებთან.
11. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან.
12. უცხოური საგადახდო სისტემის გამოყენებით უცხოური ვალუტით განხორციელებულ მომსახურებასთან.
13. მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც ადასტურებს წილობრივ მონაწილეობას უცხოურ კომპანიაში.

 

Contact us

Nearby Metro Akhmeteli, on the top of ProCredit Bank, floor 3
+995 597 37 05 12
+995 32 272 98 10
Working time 09:30-19:00
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

About company

About us

Welcome to the web-site of the company Auditservice. The company has been operating since 2009 and implements its activity based on own principles in relationship with customers:

Company News

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა JOINT OPERATIONAL PROGRAMME - BLACK SEA BASIN
საგრანტო პროგრამის ENI CBC Black Sea Basin Programme 2014-2020 გარგლებში ჩატარდა სპეციალაური სემინარი აუდიტებისთვის, Managing Authority-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისის კითხვარი. აუდიტსერვისმა 2019 წლის განმავლობაში განახორციელა პროექტის 4 მონაწილის აუდიტი,შესაბამისად ტრენინგის თემატიკა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. სემინარზე განიხილეს მომავალის მიზნები და ორიენტირი, აუდიტორების მიერ ჩასატარებელი აუდიტორული პროცედურების დეტალები ,დანართების შევსების წესი.შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.