ბუღალტრული მომსახურება აუდიტსერვისის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. კომპანიაში დანერგილია VIP - მომსახურება, კომელიც გულისხმობს აუდიტსერვისის მიერ საბუღალტრო მომსახურების განხორციელებას კლიენტის საქმიანობის ან მართვის ადგილზე.
ბუღალტრული მომსახურება ხორციელდება ასევე დისტანციურად, აუდიტსერვისის ოფისში.
გადამხდელთა ბუღალტრული აღრიცხვა წარმოებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების და საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით,ბუღალტერია ასევე მოიცავს უწყვეტი შიდა აუდიტის ფუნქციას.
საგადასახადო რისკის შემცველი სფეროს განსაზღვრა და დროული რეაგირება მომხმარებელთა ბიზნესის საკვანძო საკითხებზე - აუდიტსერვისის პრიორიტეტია.
ბუღალტრული მომსახურება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს :
- პირველადი დოკუმენტაციის შექმნა და აღრიცხვა
- საბანკო გადარიცხვების განხორციელება
- ელექტრონული ბაზის წარმოება
- ბუღალტრული ბალანსის, ქეშ-ფლოუს და მოგება-ზარალის უწყისის წარდგენა
- საგადასახადო დეკლარირება და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის წარდგენა
- შიდა აუდიტი