აუდიტსერვისის სერთიფიცირებული შემფასებლების მიერ ქონების შეფასება ხორციელდება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით - IVS აკრედიტაციის მქონე პირის-საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის მიერ გაცემული სერთიფიკატის საფუძველზე. აუდიტსერვისის პროფესიონალ შემფასებლებს გააჩნიათ ქონების ბაზრის სიღრმისეული ცოდნა და შესწევთ უნარი განსაზღვრონ ქონების საბაზრო ღირებულება.

 

უძრავი ქონების შეფასება 

უძრავი ქონება მსოფლიო ქონების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. შეფასების საერთაშორისო სტანდარტის გამოყენება ხელს უწყობს უძრავ ქონებებთან დაკავშირებული გარიგებების განხორციელებას მსოფლიო ბაზარზე. შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის წევრ ქვეყნებში აღიარებულია, რომ უძრავი ქონების შეფასებისთვის საჭიროა სპეციალური განათლება, პრაქტიკული მომზადება და გამოცდილება. 

 

სტანდარტი აღიარებს ქონების შეფასების სამ მიდგომას:

  1. გაყიდვების შედარების.
  2. შემოსავლების კაპიტალიზაციის.
  3. დანახარჯების
გაყიდვების შედარების მეთოდი აღიარებს ბაზარზე არსებულ ფასებს და თუ ეს მონაცემები ხელმისაწვდომია, გაყიდვების შედარების მიდგომა წარმოადგენს ყველაზე სისტემურ მიდგომას.
შემოსავლის კაპიტალიზაციის მეთოდით მიჩნეულია, რომ უძრავი ქონების ღირებულება ფორმირდება ამავე ქონებიდან მისაღები შემოსავლის შედეგად.
დანახარჯების მიდგომით უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრება მიწის შეძენისა და ანალოგიური სარგებლიანობის შენობის აშენების დანახარჯის შეფასებით.გონივრულია , რომ შემფასებელმა განიხილოს სამივე მიდგომა.საბოლოო ღირებულების შესახებ შემფასებლის ანგარიში დამოკიდებულია მის მიერ გამოყენებული მონაცემებისა და პროცედურების გათვალისწინებაზე, მის მიერვე ხორციელდება სხვადასხვა მიდგომით გამოთვლილი ღირებულებითი მაჩვენებლების შეჯერება და საბოლოო მაჩვენებელის  მიღება.

უძრავი ქონების შეფასება მოიცავს:

  •  მიწის შეფასებას
  •  შენობა-ნაგებობების შეფასებას
  •  კომერციული ფართების შეფასებას
  •  საცხოვრებელი ბინის შეფასებას
  •  კერძო სახლის შეფასებას
  •  კოტეჯების შეფასებას
  •  საიჯარო ქირის შეფასებას           

აუდიტსერვისის შეთავაზება უცხოელებს: ქონების შეფასება -საინვესტიციო ბინადრობის მიღების მიზნით, ქონების შეფასება D5 ვიზის მიღების მიზნით:

თუ თქვენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით და საქართველოში ფლობთ 35000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, აუდიტსერვისის სერთიფიცირებული შემფასებლების შეფასების საფუძველზე შეძლებთ მიიღოთ D5 ვიზა.

მოძრავი ქონების შეფასება  

ბიზნესის შეფასება:

ბიზნესის შეფასება არის მისი ყველა აქტივის, როგორც ერთიანი კომპლექსის შეფასება. ამასთან ცალკეულ შეფასების საგანს წარმოადგენს წარსული, მომდინარე და მომავალი შემოსავლები. გაითვალისწინება შედარებითობა ანალოგიური საქმიანობის მქონე ბიზნესთან. ამგვარი ანალიზის დასკვნების საფუძველზე ბიზნესი ფასდება, როგორც მოგების მომტან აქტივთა ერთიანი კომპლექსი და განისაზღვრება მისი საბაზრო ღირებულება.

 

არამატერიალური ქონების შეფასება                                                                                    

არამატერიალური აქტივებისა და ინტელექტუალური საკუთრების შეფასება სულ უფრო მზარდ ადგილს იკავებს თანამედროვე საწარმოებში. აუდიტსერვისის შემფასებლები შეაფასებენ ისეთ აქტივებს, როგორიცაა: პატენტი, ლიცენზია, გუდვილი, ნოუ ჰაუ, საავტორო უფლება და ა.შ.

 
   თანამედროვე მსოფლიოში არამატერიალური აქტივების რეალური ღირებულების გამოყენება ფინანსური ანგარიშგების, საწარმოს შეძენის/გაყიდვის და სხვა მიზნებისთვის სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. შეფასების მნიშვნელობაც მარეგულირებელი ორგანოებისა და ფინანსური ანგარიშგების სხვა მომხმარებლების, კერძოდ კი - ბანკების, ინვესტორების, აქციონერების მხრიდან მზარდი ინტერესის სფეროს წარმოადგენს.  

     

      არამატერიალურ აქტივს წარმოადგენს ეკონომიკური მახასიათებლების მქონე აქტივი ფიზიკური ფორმის გარეშე. იგი კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:

  • უფლებები
  • ურთიერთკავშირები
  • არაიდენტიფიცირებადი არაგანცალკევებადი აქტივები - გუდვილი
  • ინტელექტუალური საკუთრება
უფლებები წარმოსდგება საკონტრაქტო პირობებიდან . მაგ: სალიცენზიო შეთანხმება, პატენტი.
ურთიერთკავშირები საქმიანი ურთიერთობის მეტად ღირებული მხარეა და განისაზღვრება კომპანიის არსებული ურთიერთობებით მომხმარებლებთან,დისტრიბუტორებთან და ა.შ.
არაიდენტიფიცირებადი არაგანცალკევებადი აქტივები - გუდვილი - წარმოადგენს არამატერიალური აქტივების ნარჩენ ღირებულებას, რომელიც განისაზღვრება როგორც სხვაობა არამატერიალური აქტივების საერთო ღირებულებასა და ყველა იდენტიფიცირებადი არამატერიალური აქტივის განსაზღვრულ ღირებულებას შორის.

ინტელექტუალური საკუთრება არის არამატერიალური აქტივების სპეციფიკური კატეგორია, რომელთა უნებართვო გამოყენება გარკვეულ აკრძალვებთანაა დაკავშირებული. მაგ: ნოუ-ჰაუ, საავტორო უფლება.

არამატერიალური აქტივის შეფასებისას მნიშვნელოვანია ინდივიდუალური, იდენტიფიცირებადი არამატერიალური აქტივის და მათი, როგორც „ფუნქციონირებადი საწარმოს“ ნაწილის ურთიერთგამიჯნვა.

 

  აუდიტსერვისის სერთიფიცირებული შემფასებლების მიერ შეფასების პროცესში განიხილება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა :

  • საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები,პრივილეგიები და პირობები
  • დარჩენილი ეკონომიკური მომსახურების ვადა/იურიდიული მომსახურების ვადა
  • შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობები
  • ეკონომიკური მოლოდინი, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შესაფასებელ არამატერიალურ აქტივზე.
  • კონკრეტული დარგის მდგომარეობა და პერსპექტივა,
  • არაიდენტიფიცირებადი არაგანცალკევებადი აქტივები - გუდვილი
  • მსგავსი არამატერიალური აქტივების ინტერესის საბაზრო ფასები

კონტაქტი

მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია პროკრედიტ ბანკის თავზე მე3-ე სართული
+995 597 37 05 12
+995 32 272 98 10
სამუშაო საათები 09:30-19:00
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია აუდიტსერვისის ვებ-გვერდზე. კომპანია ფუნქციონირებს 2009 წლიდან და თავის საქმიანობას ახორციელებს მომხმარებელთან ურთიერთობის საკუთარი პრინციპების საფუძველზე:

სიახლე

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა JOINT OPERATIONAL PROGRAMME - BLACK SEA BASIN
საგრანტო პროგრამის ENI CBC Black Sea Basin Programme 2014-2020 გარგლებში ჩატარდა სპეციალაური სემინარი აუდიტებისთვის, Managing Authority-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისის კითხვარი. აუდიტსერვისმა 2019 წლის განმავლობაში განახორციელა პროექტის 4 მონაწილის აუდიტი,შესაბამისად ტრენინგის თემატიკა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. სემინარზე განიხილეს მომავალის მიზნები და ორიენტირი, აუდიტორების მიერ ჩასატარებელი აუდიტორული პროცედურების დეტალები ,დანართების შევსების წესი.შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.