საბუღალტრო კურსები  აუდიტსერვისის საბუღალტრო აკადემიის პროექტია, რომელიც საშუალებას აძლევს ბუღალტერიის შესწავლით დაინტერესებულ საზოგადოებას შეიძინოს ის პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც დღესდღეობით ითხოვს თანამედროვე ბიზნესი დამწყები ბუღალტრისგან.

2009 წლიდან დღემდე ეფექტური ტრენინგების მეშვეობით მან თავისი წვლილი შეიტანა დამწყებ ბუღალტერთა მომზადებისა და განვითარების სისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოში.

საბუღალტრო კურსების სახელმძღვანელო შედგენილია იმგვარად, რომ მსმენელმა ლაკონურად და მისთვის გასაგებ ენაზე შესძლოს ბუღალტერიის შესწავლა და დაეუფლოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო დაბეგვრის სასტარტო დონეს.

ბუღალტერიის შესწავლა მიმდინარეობს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ფორმატით. სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს და სასწავლო პროგრამა მოიცავს:

 

1. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი
3. საბუღალტრო პროგრამები(ორისი, 1 C, ინფო, ფინა)
4. შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის გამოყენება rs.ge

ამ ეტაპის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ გაიარონ სტაჟირების კურსი, რომლის დროსაც ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ პროფესიონალი ბუღალტრების თანხლებით და ასრულებენ დამწყები ბუღალტრისთვის განკუთვნილ  სამუშაოს : სალაროს და ბანკის გატარებებს, შეძენის და რეალიზაციის ოპერაციებს, ხელფასების აღრიცხვას , იმპორტის ოპერაციებს, საწვავის აღრიცხვას, სესხის პროცენტის დათვლას და.ა.შ.

კურსი  ორიენტირებულია მსმენელისთვის იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადაცემაზე, რომლთა მეშვეობითაც საქართველოში რეალურად მიმდინარეობს დამწყები ბუღალტრის სამუშაო დღე.

კონტაქტი

მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია პროკრედიტ ბანკის თავზე მე3-ე სართული
+995 597 37 05 12
+995 32 272 98 10
სამუშაო საათები 09:30-19:00
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია აუდიტსერვისის ვებ-გვერდზე. კომპანია ფუნქციონირებს 2009 წლიდან და თავის საქმიანობას ახორციელებს მომხმარებელთან ურთიერთობის საკუთარი პრინციპების საფუძველზე:

სიახლე

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა JOINT OPERATIONAL PROGRAMME - BLACK SEA BASIN
საგრანტო პროგრამის ENI CBC Black Sea Basin Programme 2014-2020 გარგლებში ჩატარდა სპეციალაური სემინარი აუდიტებისთვის, Managing Authority-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისის კითხვარი. აუდიტსერვისმა 2019 წლის განმავლობაში განახორციელა პროექტის 4 მონაწილის აუდიტი,შესაბამისად ტრენინგის თემატიკა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. სემინარზე განიხილეს მომავალის მიზნები და ორიენტირი, აუდიტორების მიერ ჩასატარებელი აუდიტორული პროცედურების დეტალები ,დანართების შევსების წესი.შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.