აუდიტსერვისის სერთიფიცირებული შემფასებლების მიერ ქონების შეფასება ხორციელდება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით - IVS აკრედიტაციის მქონე პირის-საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის მიერ გაცემული სერთიფიკატის საფუძველზე. აუდიტსერვისის პროფესიონალ შემფასებლებს გააჩნიათ ქონების ბაზრის სიღრმისეული ცოდნა და შესწევთ უნარი განსაზღვრონ ქონების საბაზრო ღირებულება.
უძრავი ქონების შეფასება
უძრავი ქონება მსოფლიო ქონების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. შეფასების საერთაშორისო სტანდარტის გამოყენება ხელს უწყობს უძრავ ქონებებთან დაკავშირებული გარიგებების განხორციელებას მსოფლიო ბაზარზე. შეფასების საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის წევრ ქვეყნებში აღიარებულია, რომ უძრავი ქონების შეფასებისთვის საჭიროა სპეციალური განათლება, პრაქტიკული მომზადება და გამოცდილება.
სტანდარტი აღიარებს ქონების შეფასების სამ მიდგომას:
- გაყიდვების შედარების.
- შემოსავლების კაპიტალიზაციის.
- დანახარჯების
უძრავი ქონების შეფასება მოიცავს:
- მიწის შეფასებას
- შენობა-ნაგებობების შეფასებას
- კომერციული ფართების შეფასებას
- საცხოვრებელი ბინის შეფასებას
- კერძო სახლის შეფასებას
- კოტეჯების შეფასებას
- საიჯარო ქირის შეფასებას
აუდიტსერვისის შეთავაზება უცხოელებს: ქონების შეფასება -საინვესტიციო ბინადრობის მიღების მიზნით, ქონების შეფასება D5 ვიზის მიღების მიზნით:
თუ თქვენ უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით და საქართველოში ფლობთ 35000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, აუდიტსერვისის სერთიფიცირებული შემფასებლების შეფასების საფუძველზე შეძლებთ მიიღოთ D5 ვიზა.
მოძრავი ქონების შეფასება
ბიზნესის შეფასება:
არამატერიალური ქონების შეფასება
არამატერიალური აქტივებისა და ინტელექტუალური საკუთრების შეფასება სულ უფრო მზარდ ადგილს იკავებს თანამედროვე საწარმოებში. აუდიტსერვისის შემფასებლები შეაფასებენ ისეთ აქტივებს, როგორიცაა: პატენტი, ლიცენზია, გუდვილი, ნოუ ჰაუ, საავტორო უფლება და ა.შ.
არამატერიალურ აქტივს წარმოადგენს ეკონომიკური მახასიათებლების მქონე აქტივი ფიზიკური ფორმის გარეშე. იგი კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:
- უფლებები
- ურთიერთკავშირები
- არაიდენტიფიცირებადი არაგანცალკევებადი აქტივები - გუდვილი
- ინტელექტუალური საკუთრება
ინტელექტუალური საკუთრება არის არამატერიალური აქტივების სპეციფიკური კატეგორია, რომელთა უნებართვო გამოყენება გარკვეულ აკრძალვებთანაა დაკავშირებული. მაგ: ნოუ-ჰაუ, საავტორო უფლება.
არამატერიალური აქტივის შეფასებისას მნიშვნელოვანია ინდივიდუალური, იდენტიფიცირებადი არამატერიალური აქტივის და მათი, როგორც „ფუნქციონირებადი საწარმოს“ ნაწილის ურთიერთგამიჯნვა.
აუდიტსერვისის სერთიფიცირებული შემფასებლების მიერ შეფასების პროცესში განიხილება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა :
- საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები,პრივილეგიები და პირობები
- დარჩენილი ეკონომიკური მომსახურების ვადა/იურიდიული მომსახურების ვადა
- შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობები
- ეკონომიკური მოლოდინი, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შესაფასებელ არამატერიალურ აქტივზე.
- კონკრეტული დარგის მდგომარეობა და პერსპექტივა,
- არაიდენტიფიცირებადი არაგანცალკევებადი აქტივები - გუდვილი
- მსგავსი არამატერიალური აქტივების ინტერესის საბაზრო ფასები