საგადასახადო კოდექსი წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის უმთავრეს ნაწილს. ბიზნესის სწორი განვითარება წარმოუდგენელია საგადასახადო სისტემის გვერდის ავლით და ითხოვს საწარმოში სწორი საგადასახადო პოლიტიკის გატარებას.
საგადასახადო სფეროს სირთულე, დატვირთული დღის გრაფიკი და მუდმივი მოუცლელობა, ნაკლებად აძლევს საშუალებას მენეჯერებს, ბუღალტრებს, სტუდენტებსა თუ ნებისმიერ პირს დამოუკიდებლად გაეცნონ და გაანალიზონ საგადასახადო კანონმდებლობა და უწყვეტად მისდიონ მის სისტემატიურ ცვლილებებს.
აუდიტსერვისი გთავაზობთ საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსებს. აქ მიღებული საგადასახადო განათლება საშუალებას მოგცემთ დაიცვათ ბიზნესი არასწორი საგადასახადო აღრიცხვისგან და აარიდოთ კვალიფიკაციის დეფიციტით დამდგარ საგადასახადო სანქციებს.
კურსის ღირებულება
- ჯგუფური სწავლება მოკლე კურსი 20 საათი - 300ლარი
- დეტალური კურსი 45 საათი - 500 ლარი
- ინდივიდუალური 20 საათი - 1000 ლარი
- ინდივიდუალური სემინარები - 1 საათი 50 ლარი
სწავლის საფასურის გადახდა ხდება ორ ნაწილად 50 %-ის ოდენობით.
კურსს გაუძღვება ელენე დოლიძე
ჩაწერის მსურველებმა, შეავსეთ ფორმა