№996 ბრძანებით დადგენილი ნორმის თანახმად დღგ-თი დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ 48 თვეში 5 ბინის რეალიზაცია.
სიტუაციური სახემძღვანელო №1186 განმარტავს ფიზიკური პირის მიერ მემკვიდრისთვის 48 თვეში 4-ზე მეტი უძრავი ქონების გადაცემისას საგადასახადო ვალდებულებებს, რომლის მიხედვით აღნიშნული გადაცემა არ წარმოადგენს დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციას, თუ ქონების გადამცემი პირი არ არის მეწარმე ფიზიკური პირი და იმავდროულად არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს ქონების გადაცემის მომენტში.