ცვლილება ქონების გადასახადში

b_165_140_16777215_00_images_sys_444.pngქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაფართოვდა - 2016 წლის 1 იანვრიდან ქონების გადასახადით საწარმოს ბალანსზე აღრიცხული საინვესტიციო ქონებაც იბეგრება.

საინვესტიციო ქონების განმარტებას იძლევა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მე-40 სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ქონება არის ქონება ( მიწა ან შენობები, ან შენობების ნაწილი, ან ორივე), რომელსაც ფლობენ ( მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლის მიღების ან კაპიტალის ღირებულების გაზრდის მიზნით, გარდა ისეთი მიზნებისა, როგორიცაა:
ა. გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისთვის.
ბ. გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პირობებში.

საინვესტიციო ქონება აქტივად უნდა აღიარდეს, მხოლოდ მაშინ, როდესაც:
ა. მოსალოდნელია, რომ საწარმო მიიღებს ამ ქონებასთან დაკავშირებულ მომავალ ეკონომიკურ სარგებელს.
ბ. შესაძლებელია საინვესტიციო ქონების თვითღირებულების საიმედოდ შეფასება.

კონტაქტი

მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია პროკრედიტ ბანკის თავზე მე3-ე სართული
+995 597 37 05 12
+995 32 272 98 10
სამუშაო საათები 09:30-19:00
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების კალენდარი

დეკემბერი 2024
ორ სამ ოთხ ხუთ პა შაბ კვ
25 26 27 28 29 30 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 1 2 3 4 5

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია აუდიტსერვისის ვებ-გვერდზე. კომპანია ფუნქციონირებს 2009 წლიდან და თავის საქმიანობას ახორციელებს მომხმარებელთან ურთიერთობის საკუთარი პრინციპების საფუძველზე:

სიახლე

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა JOINT OPERATIONAL PROGRAMME - BLACK SEA BASIN
საგრანტო პროგრამის ENI CBC Black Sea Basin Programme 2014-2020 გარგლებში ჩატარდა სპეციალაური სემინარი აუდიტებისთვის, Managing Authority-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისის კითხვარი. აუდიტსერვისმა 2019 წლის განმავლობაში განახორციელა პროექტის 4 მონაწილის აუდიტი,შესაბამისად ტრენინგის თემატიკა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. სემინარზე განიხილეს მომავალის მიზნები და ორიენტირი, აუდიტორების მიერ ჩასატარებელი აუდიტორული პროცედურების დეტალები ,დანართების შევსების წესი.შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.