საბუღალტრო კურსები დამწყებთათვის არის აუდიტსერვისის საბუღალტრო აკადემიის პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს ბუღალტერიის შესწავლით დაინტერესებულ საზოგადოებას შეიძინოს ის პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც დღესდღეობით ითხოვს თანამედროვე ბიზნესი დამწყები ბუღალტრისგან.
2009 წლიდან დღემდე ეფექტური ტრენინგების მეშვეობით მან თავისი წვლილი შეიტანა დამწყებ ბუღალტერთა მომზადებისა და განვითარების სისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოში.
საბუღალტრო კურსების სახელმძღვანელო შედგენილია იმგვარად, რომ მსმენელმა ლაკონურად და მისთვის გასაგებ ენაზე შესძლოს ბუღალტერიის შესწავლა და დაეუფლოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო დაბეგვრის სასტარტო დონეს.
ბუღალტერიის შესწავლა მიმდინარეობს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ფორმატით. სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს და სასწავლო პროგრამა მოიცავს:
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი
- საბუღალტრო პროგრამები(ორისი, 1 C, ინფო, ფინა)
- შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის გამოყენება rs.ge
ამ ეტაპის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ გაიარონ სტაჟირების კურსი, რომლის დროსაც ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ პროფესიონალი ბუღალტრების თანხლებით და ასრულებენ დამწყები ბუღალტრისთვის განკუთვნილ სამუშაოს : სალაროს და ბანკის გატარებებს, შეძენის და რეალიზაციის ოპერაციებს, ხელფასების აღრიცხვას , იმპორტის ოპერაციებს, საწვავის აღიცხვას, სესხის პროცენტის დათვლას და.ა.შ.
კურსი ორიენტირებულია მსმენელისთვის იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადაცემაზე, რომლთა მეშვეობითაც საქართველოში რეალურად მიმდინარეობს დამწყები ბუღალტრის სამუშაო დღე.