ცვლილებები კანონში

ცვლილებები კანონშისაქართველოს საგადასახადო კანონმდებლობამ განიცადა არაერთი პოზიტიური ცვლილება: 

  1. ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ჩამოწერას გადამხდელები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე მისვლის გარეშე განახორციელებენ
  2. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება ,თუ იმავდროულად ფიზიკური პირი მიღებული შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს,.
  3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება
  4. არარეზიდენტისთვის გადახდილი როიალტი გადახდის წყაროსთან 5 პროცენტით იბეგრება, გამონაკლისს წარმოადგენენ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული პირები, რომელთათვის გადასახადისგანაკვეთი 15 %-ით განისაზღვრა.
  5. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხაიმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია. ცვლილების განხორციელებამდე ჩათვლის მიღება ხორციელდებოდა დღგ-ს თანხის გადახდის ან სხვა გადასახადიდან უკუდაბეგვრის ბარათზე თანხის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტით.
  6. შემცირდა საურავი გადაუხდელი გადასახადისთვის და შეადგენს თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
  7. შემცირდა ჯარიმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის – რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5 პროცენტის ოდენობით

კონტაქტი

მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია პროკრედიტ ბანკის თავზე მე3-ე სართული
+995 597 37 05 12
+995 32 272 98 10
სამუშაო საათები 09:30-19:00
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების კალენდარი

დეკემბერი 2024
ორ სამ ოთხ ხუთ პა შაბ კვ
25 26 27 28 29 30 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 1 2 3 4 5

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია აუდიტსერვისის ვებ-გვერდზე. კომპანია ფუნქციონირებს 2009 წლიდან და თავის საქმიანობას ახორციელებს მომხმარებელთან ურთიერთობის საკუთარი პრინციპების საფუძველზე:

სიახლე

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა JOINT OPERATIONAL PROGRAMME - BLACK SEA BASIN
საგრანტო პროგრამის ENI CBC Black Sea Basin Programme 2014-2020 გარგლებში ჩატარდა სპეციალაური სემინარი აუდიტებისთვის, Managing Authority-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისის კითხვარი. აუდიტსერვისმა 2019 წლის განმავლობაში განახორციელა პროექტის 4 მონაწილის აუდიტი,შესაბამისად ტრენინგის თემატიკა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. სემინარზე განიხილეს მომავალის მიზნები და ორიენტირი, აუდიტორების მიერ ჩასატარებელი აუდიტორული პროცედურების დეტალები ,დანართების შევსების წესი.შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.