სსკ-ის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ შემთხვევებში გადამხდელს გამოქვითვის უფლება წარმოეშვება მაშინ, როდესაც დღგ-ს არგადამხდელ ფიზიკურ პირზე / მუდმივი დაწესებულკების არმქონე არარეზიდენტზე გადახდა განხორციელებულია.
სიტუაციური სახელმძღვანელო #0265 აკონკრეტებს გამოქვითვის პირობებს ავანსის ანაზღაურებისას და ადგენს, რომ გადამხდელისთვის გამოქვითვის უფლების მოპოვებისთვის ასევე სავალდებულოა, რომ ანაზღაურებული ოპერაცია იყოს განხორციელებულიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ავანსის გამოქვითვა არ დაიშვება.