ურთიეთდამოკიდებულ პირებს შორის აქტივის მიწოდებისას სსკ მე-18 მუხლის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი,
როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს გარიგების შედეგებზე.
მიღებული შემოსავლის ნაწილში ფიზიკური პირის თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, თუ მის მიერ მიწოდებული აქტივი ბოლო 2 წლის განმავლობაში არ გამოიყენებოდა ეკონომიურ საქმიანობაში. აღნიშნული შეღავათი ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას ეხება მხოლოდ მიწოდებული აქტივის განსაზღვრულ საბაზრო ღირებულებას, ხოლო თუ გარიგების ღირებულება აღემატება საბაზრო ღირებულებას, ნამეტი ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით საერთო წესის შესაბამისად.