სსკ მუხლი 147 განსაზღვრავს მოგებასა და ზარალს აქტივების მიწოდებისას. 2011 წლის 14 ივნისამდე არსებული რედაქციით საწარმოს, თუ ის განახორციელებდა აქტივის
(მაგ:სასაქონლო-მატერიალური მარაგის) მიწოდებას (ნებისმიერ პირზე) თვითღირებულებაზე დაბალი ფასით დასაბეგრი მოგება განესაზღვრებოდა, როგორც დადებითი სხვაობა
მიწოდებული აქტივის საბაზრო ფასსა და თვითღირებულებას შორის.საწარმოს დასაბეგრი მოგება ფორმირდებოდა იმგვარად, რომ იგი არ მცირდებოდა საწარმოს მიერ მიღებული ზარალით ( ვინაიდან დადებითი სხვაობა წარმოადგენს მინიმუმ 0-ს) და მეტიც ,მოგება იზრდებოდა საბაზრო ფასნამატით, თუ იგი აღემატებოდა თვითღირებულებას.
2011 წლის 14 ივნისის # 4754 ცვლილებით # 147 მუხლს დაემატა პუნქტი 4,რომლითაც სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებებისა და ძირითადი საშუალებების მიმართ ზემოაღნიშნული ნორმა შეიცვალა და მეწარმეებს ნება დაერთოთ გამოექვითათ ზარალი , რომელსაც ისინი მიიღებდნენ საქონლის და ძირითადი საშუალებების თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდებისას.
მოგების გადასახადის მიზნებისთვის საბაზრო ფასის გამოყენება კოდექსით მოითხოვება საწარმოს მიერ ბარტერის,უსასყიდლო,ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტთან, თანამშრომელზე და ურთიერთამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში,ასევე თუ საგადასახადო ორგანო დაასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისგან.