ესტონური მოდელის მიხედვით ბიზნესი განსაზღვრულ დონემდე თავისუფლდება მოგების გადასახადისგან. მოგების გადასახადი გადაიხდება მხოლოდ დივიდენდის განაწილების ეტაპზე,
უფრო კონკრეტულად კი- არ დაიბეგრება მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც განხორციელდება ბიზნესში. მოდელს ახასიათებს საგადასახადო ადმინისტრირების სიმარტივე და ორიენტირებულია ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე.