სიტუაციური სახელმძღვანელო #2524 განიხილავს დაბეგვრის რეჟიმს საწარმოს მიერ არარეზიდენტი საწარმოსგან მიღებულ სესხზე დარიცხულ საპროცენტო სარგებლის გადაფასების შედეგებისთვის,
რომლის მიხედვითაც შეზღუდვა უწესდება 2011 წლის და მის შემდგომ საგადასახადო პერიოდებში დარიცხულ და გაუცემელ საპროცენტო დავალიანების ( აუნაზღაურებელ) გადაფასების შედეგების ასახვას საგადასახადო მიზნებისთვის. აღნიშნული განმარტებით პროცენტის გადაფასების შედეგებს საწარმო ასახავს არა მიმდინარე წლის ბოლო კალენდარული დღის ოფიციალური ეროვნული კურსით, არამედ საპროცენტო თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდში.