საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი 123 - სუსტი კაპიტალიზაცია- აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს საწარმოს მიერ მიღებულ სესხზე გამოსაქვით საპროცენტო ხარჯთან დაკავშირებით. კერძოდ, საწარმოს არ აქვს სესხზე გადახდილი/გადასახდელი პროცენტის გამოქვითვის უფლება სუსტი კაპიტალიზაციის პირობებში. თუმცა სუსტ კაპიტალიზაციამდე ვალზე გადახდილი პროცენტების გამოქვითვის უფლება არ იზღუდება. აღნიშნულმა საგადსახადო ნორმამ არაერთი ცვლილება განიცადა, საბოლოოდ კი 309 მუხლის მე-60 პუნქტის საფუძველზე დადგინდა, რომ მისი მოქმედება არ გავრცელებულიყო 2016 წლის 01 იანვრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2016 წლის 01 იანვარს სუსტი კაპიტალიზაციის მოქმედება კვლავ გადავადდა -ამჯერად 2 წლით- 2018 წლის 01 იანვრამდე.