საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის #431 დადგენილებით დამტკიცდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401-9033 კოდებში მითითებული საქონლის ნუსხა,
რის შედეგადაც ამოქმედდა მიმდინარე წლის 13 მაისის #5092 კანონის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება , რომლის თანახმად, ძირითადი საშუალებების იმპორტის ოპერაციაზე დღგ-ს გადახდის ვადა გადავადდა 45 დღით. ცვლილება თავისი არსით გულისხმობს ამავე პერიოდში ჩათვლის მიღების შესაძლებლობას, რაც გადამხდელებს მისცემს საშუალებას არ გადაიხადონ დღგ ნუსხით განსაზღვრულ ძირითადი საშუალებების იმპორტის ოპერაციაზე.