საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის #152 დადგენილებით დამტკიცდა სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის(მორის) გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის ასახვა ელექტრონულ ჟურნალში,რომელიც განთავსებულია საიტზე–https://emoe.gov.ge. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის(მორის) გადამუშავებისას სავალდებულოა მიღებული პროდუქტის მოცულობის შესახებ მონაცემების ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება გადამუშავების დაწყების დღის 24:00 საათამდე. დაუშვებელია პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანა ელექტრონულ სისტემაში ცნობის რეგისტრაციის გარეშე.თუ ცნობის რეკვიზიტებში გამოვლინდა შეცდომა,მისი გაუქმება შესაძლებელია ცნობის დაწერიდან 15 წუთის განმავლობაში.