საბუღალტრო აკადემია რუსულენოვან მსმენელებს სთავაზობს ბუღალტერიის შესწავლას რუსულ ენაზე. სწავლა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფში. კურსის ხანგრძლივობა არის 2 თვე , კვირაში 3-ჯერ.
მსმენელები შეისწავლიან ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექისის ნორმებს,საბუღალტრო პროგრამა ორისს და შეიძენენ იმ პრქტიკულ ცოდნას , რასაც თანამედროვე ბიზნესი ითხოვს დამწყები ბუღალტრისგან.
ამ ეტაპის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ გაიარონ სტაჟირების კურსი, რომლის დროსაც ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ პროფესიონალი ბუღალტრების თანხლებით და ასრულებენ დამწყები ბუღალტრისთვის განკუთვნილ სამუშაოს : სალაროს და ბანკის გატარებებს, შეძენის და რეალიზაციის ოპერაციებს, ხელფასების აღრიცხვას , იმპორტის ოპერაციებს, საწვავის აღრიცხვას, სესხის პროცენტის დათვლას და.ა.შ.
კურსი ორიენტირებულია მსმენელისთვის იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადაცემაზე, რომლთა მეშვეობითაც საქართველოში რეალურად მიმდინარეობს დამწყები ბუღალტრის სამუშაო დღე.