ფიზიკური პირების მიერ ბაზარზე განთავსების მიზნით სუნელების წარმოება და გადამუშავება აიკრძალა საქართველოს მთავრობის დადგენილებით # 73 . სუნელების რეალიზაცია ნებადართულია ინდივიდუალური მეწარმეების, კომპანიების და ასევე , ფიზიკური პირების მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის თვალწინ ადგილზე მოხდება დაფქვა.
აღნიშნული რეგულაცია საყურადღებოა ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანიებისთვის, თუ კი ისინი სუნელების შეძენას ახორცილებენ ფიზიკური პირებიდან. საგადასახადო მიზნებისთვის შესყიდვის აქტი მიიჩნევა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და დაიბეგრება მოგების გადასახადით.