საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობამ განიცადა არაერთი პოზიტიური ცვლილება:
- ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის ჩამოწერას გადამხდელები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე მისვლის გარეშე განახორციელებენ
- ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება ,თუ იმავდროულად ფიზიკური პირი მიღებული შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს,.
- ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება
- არარეზიდენტისთვის გადახდილი როიალტი გადახდის წყაროსთან 5 პროცენტით იბეგრება, გამონაკლისს წარმოადგენენ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული პირები, რომელთათვის გადასახადისგანაკვეთი 15 %-ით განისაზღვრა.
- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხაიმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია. ცვლილების განხორციელებამდე ჩათვლის მიღება ხორციელდებოდა დღგ-ს თანხის გადახდის ან სხვა გადასახადიდან უკუდაბეგვრის ბარათზე თანხის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტით.
- შემცირდა საურავი გადაუხდელი გადასახადისთვის და შეადგენს თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
- შემცირდა ჯარიმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის – რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხის 5 პროცენტის ოდენობით