1. საგადასახადო აუდიტი
  2. ფინანსური აუდიტი
  3. საინიციატივო აუდიტი 
  4. სავალდებულო აუდიტი

საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტის ფარგლებში გაწეული მომსახურება მოიცავს კომპანიის მიერ განხორციელებული საგადასახადო დაბეგვრის არსებულ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისობასთან შემოწმებას, მაღალი რისკის მატარებელი ოპერაციების განსაზღვრას და გადასახდელი გადასახადების სწორად გაანგარიშებას.

 

ბაზარზე არსებული კომპანიების ფინანსური რესურების მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების შედეგად დამდგარი ჯარიმებისა და საურავების დასაფარად, რაც უპირატესად გამოწვეულია აღნიშნული სფეროს სირთულით, კომპანიების კადრების არასაკმარისი კვალიფიკაციით, კონტროლის მექანიზმების არარსებობით და სხვა მრავალი მიზეზით.

 

საგადასახადო აუდიტის შედეგად მინიმუმამდე შემცირდება თქვენი კომპანიის საგადასახადო რისკი, ასევე ინფორმირებული იქნებით მომავალ პერიოდებში განსახორციელებელ საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადების ოპტიმიზაცია თქვენს სამომავლო ფინანსებსაც დაზოგავს.

 

ფინანსური აუდიტი

ფინანსური აუდიტის მიზანია ფინანსური ანგარიშგების სავარაუდო მომხმარებლების - ინვესტორების, აქციონერების, დამფუძნებლების, საკრედიტო ორგანიზაციების, საზოგადოების - ნდობის ხარისხის ამაღლება. აღნიშნული მიიღწევა აუდიტორის მიერ მისი მოსაზრების გამოხატვით იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება წარდგენილია სამართლიანად, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით.

 

ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ნიშნავს ინფორმაციის მიწოდებას სუბიექტის ფინანსური მდგომარეობის, მისი საქმიანობის ფინანსური შედეგების და ფულადი ნაკადების შესახებ და მოიცავს:

  • ბუღალტრულ ბალანსს
  • მოგება-ზარალის ანგარიშგებას
  • საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგებას
  • ფულადი ნაკადების მოძრაობას
  • განმარტებით შენიშვნებს

მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებების მიხედვით გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, ჩვენ განვახორციელებთ მოსაზრების ჩამოყალიბებას თქვენი ფინანსური ანგარიშგების შესახებ და წარმოგიდგენთ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას.

 

აუდიტსერვისი გთავაზობთ შემდეგ მარწმუნებელ/არამარწმუნებელ აუდიტორულ მომსახურებებს:

  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
  • შეთანხმებული პროცედურები
  • კომპონენტების აუდიტი
  • სხვა მარწმუნებელი მომსახურება

საინიციატივო აუდიტი/სავალდებულო აუდიტი

აუდიტი შეიძლება ჩატარდეს სავალდებულო ან საინიციატივო წესით.

აუდიტის ჩატარება სავალდებულოა:

  • საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის, რომლებსაც ევალებათ ყოველწლიური აუდიტის ჩატარება :სადაზღვევო კომპანიები, კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საინვესტიციო ინსტიტუტები და ა.შ.
  • იმ საწარმოებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში

საინიციატივო აუდიტი ტარდება კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

კონტაქტი

მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია პროკრედიტ ბანკის თავზე მე3-ე სართული
+995 597 37 05 12
+995 32 272 98 10
სამუშაო საათები 09:30-19:00
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია აუდიტსერვისის ვებ-გვერდზე. კომპანია ფუნქციონირებს 2009 წლიდან და თავის საქმიანობას ახორციელებს მომხმარებელთან ურთიერთობის საკუთარი პრინციპების საფუძველზე:

სიახლე

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა JOINT OPERATIONAL PROGRAMME - BLACK SEA BASIN
საგრანტო პროგრამის ENI CBC Black Sea Basin Programme 2014-2020 გარგლებში ჩატარდა სპეციალაური სემინარი აუდიტებისთვის, Managing Authority-ის მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისის კითხვარი. აუდიტსერვისმა 2019 წლის განმავლობაში განახორციელა პროექტის 4 მონაწილის აუდიტი,შესაბამისად ტრენინგის თემატიკა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი. სემინარზე განიხილეს მომავალის მიზნები და ორიენტირი, აუდიტორების მიერ ჩასატარებელი აუდიტორული პროცედურების დეტალები ,დანართების შევსების წესი.შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.